პოლიტიკა

ელიზაბეთ რუდი - საქართველო ეფექტურად იყენებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის ყველა ინსტრუმენტს

07.11.19 12:00


აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, საქართველო ზრდის საკუთარ მზაობას, მის თავსებადობას ნატო-ს ძალებთან, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სწრაფ ინტეგრაციას ნატო-ში, როდესაც დადგება დღე და წევრობის მოწვევა იქნება უზრუნველყოფილი საქართველოსთვის.

ამის შესახებ რუდმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, საქართველო ეფექტიანად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ნატო-ში ინტეგრაციისთვის.

„დღევანდელი დისკუსიის თემა სტრატეგიული მზაობაა, განსაკუთრებით საქართველოს მზაობა, სიტყვებიდან ქმედებაზე გადავიდეს. გუშინ მოვისმინეთ იდეა, რომ ყველაზე ნაკლებად განსაზღვრადი საფრთხეები ყველაზე უფრო საშიშია. აღნიშნულ კონტექსტში საქართველო ზრდის საკუთარ მზაობას, მის თავსებადობას ნატო-ს ძალებთან, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სწრაფ ინტეგრაციას ნატო-ში, როდესაც დადგება დღე და წევრობის მოწვევა იქნება უზრუნველყოფილი საქართველოსთვის“, - აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.

ამასთან, რუდის განცხადებით, მისთვის ძალიან სასიამოვნოა ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის, როუზ გოტმიოლერის შეფასება, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი გააჩნია იმისთვის, რომ ნატო-ს წევრი გახდეს.

„ის ეფექტიანად იყენებს ყველა ინსტრუმენტს“, - განაცხადა რუდმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები