საზოგადოება

ოთხი ვორონეჟელი ტურისტი საქართველოში ავტოავარიაში მოყვა

17.08.16 15:45


ოთხი ვორონეჟელი ტურისტი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც საქართველოს სამხედრო გზაზე 14 აგვისტოს დილის 4 საათზე მოხდა. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი „Грузи Online“სააგენტო moe-online.ru.-ზე დაყრდნობით იტყობინება.

დები — მაშა და ნინა შუკლოვები, მათი მეგობარი რატნა მინაკოვა ქალიშვილ ქრისტინასთან ერთად, საქართველოში 2 აგვისტოს ჩამოვიდნენ ვლადიკავკაზიდან ტაქსით და ამავე მარშრუტით აპირებდნენ უკან დაბრუნებას.

დაშავებულთა განცხადებით, მათ მიერ დაქირავებული ტაქსი გუდაურის მახლობლად, მოსახვევში საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს დაეჯახა.

დაშავებულები თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს. ავტოავარიის საქმეს კი მცხეთის შსს სამმართველოს საგამოძიებო სამსახური იძიებს.

ავარიის შედეგად, მძიმედ დაშავდნენ დები — 30 წლის მაშა და 27 წლის ნინა, ხოლო რატნა და მის ქალიშვილს უმნიშვნელო დაზიანებები აქვთ.

სააგენტოს ინფორმაციით, მაშას ხელის და ფეხის სერიოზული მოტეხილობა ჰქონდა და ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ნინას, მას ქალა-ტვინის ტრამვა, სახის და სხეულის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები აქვს და მიუხედავად ჩატარებული ოპერაციისა, ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაშია. საქმეს ართულებს ისიც, რომ გოგონებს სამოგზაურო დაზღვევა არ შეუძენიათ და მათი თქმით ვინაიდან გოგონების მშობლებიც პენსიონრები არიან, გაუჭირდებათ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება. გოგონები და მათი მეგობრები დახმარებას ითხოვენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები