პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

12.11.19 10:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ახლად არჩეულ გენერალურ მდივანს, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს მზადების საკითხს და საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.

პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა ის სამოქმედო გეგმა და ის პრიორიტეტები განიხილეს, რომელიც საქართველომ თავისი პრეზიდენტობის ფარგლებში შეარჩია. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებსა და აღნიშნულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები