პოლიტიკა

ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება დღეს ოფიციალურად შეუწყდება

12.11.19 12:20


ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე დღეს ოფიციალურად შეუწყდება. დეპუტატები შესაბამის გადაწყვეტილებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვებაზე განცხადება 7 ოქტომბერს გააკეთა.

ზარდიაშვილის თქმით, ის ტალახის სამიზნე აღმოჩნდა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები და არასრულწლოვანი შვილები ფსიქიკურ წნეხს განიციან.

მისი განმარტებით, სწორედ ეს გახდა მისი პარლამენტიდან წასვლის მიზეზი.

როდესაც პარტიული სიით არჩეული დეპუტატი მანდატს ტოვებს, მას საარჩევნო სიის მომდევნო კანდიდატი ანაცვლებს. სიით მომდევნო კანდიდატი ირაკლი ზარქუაა, თუმცა მან პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა და თბილისის საკრებულოს დეპუტატად დარჩა. ირაკლი ზარქუას შემდეგ სიით მომდევნო კანდიდატი თემურ გოცირიძეა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები