პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე - კონსულტაციები ძალიან ინტენსიურად გაგრძელდება და ერთიან პოზიციაზე შევჯერდებით

15.11.19 17:40


„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კონსულტაციებს. სამწუხაროდ, შედგა ყველა მინუს ერთის ფორმატი“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრის რეაქცია, ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის გუშინდელმა ქმედებამ გამოიწვია. ნინო ბურჯანაძე ემხრობა ე.წ. გერმანულ მოდელის განხილვას, თუმცა აღნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული ნიუანსები და განიხილავენ, თუ რა შეიძლება იყოს მისაღები პარტიების უმრავლესობისათვის. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს სიფრთხილით უყურებს.

„გარკვეული განსხვავებები არის პოლიტიკური ლიდერების განცხადებებში, ამაში არაფერი გასაოცარი არ არის. ჩვენ იქ გაერთიანებული ვართ აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური ხედვების და პოლიტიკური გემოვნების ადამიანები, იმ მთავარი ამოცანით რომ ახლა არავის არ ვაპატიოთ ქვეყნის მოტყუება და ქვეყნისათვის შეურაცყოფის მიყენება და მოვიპოვოთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. მე ჯერჯერობით სიფრთხილით ვუყურებ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, ყოველ შემთხვევაში, პროპორციული სისტემის გარეშე ვადამდელი არჩევნები, ვშიშობ, რომ შეიძლება იყოს გარკვეულწილად სახიფათო, მაგრამ ვნახოთ, როგორ გაგრძელდება კონსულტაციები. მე არ ვაპირებ მხოლოდ ჩვენი პოზიციის გამო ამ ერთობის და კონსულტაციების შეწყვეტას და ერთობის ჩაშლას. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ უნდა ავწონ-დავწონოთ ყველა მოთხოვნის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივალთ მოთხოვნის იმ ერთიან კონტექსტამდე, რომელიც იქნება სასარგებლო ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან გამოყვანისათვის და ვაიძულებთ მთავრობას, სახელმწიფოსთვის სასარგებლო დათმობაზე წამოვიდეს“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები