პოლიტიკა

ეკა ბესელია: მივმართავ ხელისუფლებას - არ გამოიყენოთ ძალა და არ დაარბიოთ აქცია

18.11.19 16:50


პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტთან სექმნილ ვითარებას სოციალური ქსელში ეხმაურება. ის მოუწოდებს ხელისუფლებას არ გამოიყენოს ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

"კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას-არ გამოიყენოთ ძალა და არ დაარბიოთ აქცია! ნუ დაემსგავსებით წარსულს და გაიხედეთ მომავლისკენ! დიალოგი და პრობლემის გადაწყვეტა არის გამოსავალი!!!",- წერს ეკა ბესელია.

ოპოზიციის მიერ პიკეტირებული პარლამენტის შენობის სიახლოვეს სპეცრაზმია მობილიზებული. ამის შესახებ "პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

რესპუბლიკის მოედანზე ასევე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცტექნიკა და სახანძრო მანქანა.

პარლამენტი ამ დრომდე პიკეტირებულია. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებენ, სანამ მათი მოთხოვნა, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, არ დაკმაყოფილდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა არ შეფერხდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები