პოლიტიკა

კარპენტერი "ქართულ ოცნებაზე": "ძლიერ ცინიკური გათვლა იმაზე, რომ შეუძლია უკან წაიღოს საკუთარი პირობა..."

19.11.19 10:15


მაიკლ კარპენტერი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე და ამჟამად პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეხმიანება რა თბილისში განვითარებულ მოვლენებს, აცხადებს, რომ მართველმა პარტიამ ძლიერ ცინიკური გათვლა გააკეთა:
“მმართველმა პარტიამ, როგორც ჩანს, გააკეთა ძლიერ ცინიკური გათვლა იმაზე, რომ მას შეუძლია უკან წაიღოს საკუთარი პირობა და ის, რომ საჭირო ხმათა უზრუნველყოფა არ მოხდა, პარტიის შიგნით არსებული უთანხმოების მიზეზით ახსნას", - ამბობს კარპენტერი "ამერიკის ხმასთან".

“ქართული საზოგადოების პოლარიზება პირდაპირ საქართველოს მტრების სასურველ როლს თამაშობს, მათ აძლევს ხელს და ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც მომავალ წელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება რთულდება”, – ამბობს ის და ასევე ხაზს უსვამს, რომ დემონსტრანტებმა უნდა მისცენ პარლამენტს მუშაობის საშუალება. კარპენტერი ამატებს, რომ ამის მისაღწევად დიალოგია აუცილებელი.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები