პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე 2020 წლის არჩევნების შესახებ ისაუბრა

19.11.19 14:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, არჩილ თალაკვაძემ და გერმანიის ელჩმა პოლიტიკური პროცესის კონსტრუქციულად გაგრძელების საჭიროებასა და 2020 წლის არჩევნების შესახებ ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძემ ელჩს პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფარგლებში დარჩენილი მთავარი საკითხები გააცნო, რომელზეც პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს.

ჰუბერტ ქნირშმა პარლამენტის თავმჯდომარეს გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები