საზოგადოება

რომის პაპი საქართველოს სექტემბრის ბოლოს ეწვევა

17.08.16 21:05


რომის პაპი ფრანცისკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 30 სექტემბერს ეწვევა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის პაპი საქართველოსა და აზერბაიჯანში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის, ასევე ორივე ქვეყნის სამოქალაქო და რელიგიური ხელისუფლების მიწვევით ესტუმრება.

ივნისის ბოლოს პაპი ფრანცისკი სომხეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები