ანალიტიკა

ჯოჯოხეთი სახელწოდებით სეპარატისტული აფხაზეთი

02.12.19 15:40


ბოლო დროინდელი დანაშაულებრივი მოვლენები სეპარატისტულ სოხუმში - განგსტერული „გარჩევა“ ადამიანური მსხვერპლით, აიძულეს "გამოეცხადებინა ტკივილი" თუნდაც იმათ მხრიდან, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ადიდებდა სეპარატისტულ რეჟიმს.

მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია საკმაოდ ნიჭიერ ჟურნალისტ ანტონ კრივენნიუკს, რომელიც „გაიქცა“ დამოუკიდებელი აფხაზეთის რეალობისგან, რომლისთვისაც ის მშობლიურია და დასახლდა რუსეთის ფედერაციის ბრაიანკის რეგიონში. მაგალითად, აი მისი რეაქცია სოხუმის ცენტრში მომხდარი სროლის დროს, რომელიც გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქზე. ჩვენ მოგაწოდებთ მას სრულად, ვარბილებთ ზოგიერთ უცენზურო გამონათქვამს:

თუ არის შანსი, ღმერთმა ქნას, ყველასთან ახლოს, ვისაც პატარა შვილები ჰყავთ.

მაგრამ ეს არის სრული ჯოჯოხეთი. ბევრია ისეთი ადგილი, სადაც კიდევ უარესები ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი იქ არ უნდა ხდებოდეს.

მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ პატარა, ცხოვრებისათვის კომფორტული ქვეყანა გაიზარდა კრიმინალად.

მე ვიგებ ყველას პასუხისმგებლობის ხარისხს იმის გამო, თუ როგორი გახდა ეს გზა.

ეს ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, ომის შემდეგ. როდესაც ხალხი უბრალოდ მოკლეს,…. მათ კლავდნენ და მათ სახლებში სახლდებოდნენ.

შემდეგ ეს ნახირი გახდა სახელმწიფო მშენებლები, ჯილდოებით და ჭკვიანური აზრებით ლაპარაკობდნენ.

როგორ შეიძლება იყოს მანიაკი სახელმწიფო აღმშენებლი, რომელიც გახდა ეშმაკი.

ეს მოგლოვილი, მონანიებული კი არ იყო, არამედ ამისგან გაიზარდა სიცოცხლე. ასეთი ცხოვრება აბსოლუტურად საძაგელია.

როდესაც ჩავდივარ ხელსაც არ ვართმევ „ბარიგებს“ და სხვა მათნაირებს.

ამის გაკეთება არ შეიძლება, მათ სისაძაგლეს გულსა და სულზე ითვისებ.

და ბევრი ახლობელი ამბობს შემდეგს: „ნუ როგორ ხდება ეს ასე, ისინი ჩვენი ახლობლები არიან“.

საზოგადოებაში კი ასეთი საძაგელი ხალხის მიღება, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელნი,გაიზარდა ის, რაც ახლა ყველას ხოცავს კონვეიერებით.

იქ სიბოროტე გახდა ნორმა. იმდენად, რომ კრიმინალურ საძაგლობად იქცა ადამიანი. რა უნდა უთხრას მშობელმა? შენ არ შეგიძლია თქვა, რომ საზოგადოებაში, სადაც ადამიანური ნორმა არ არის ნორმა, თქვა, რომ არის ბოროტება. ამისათვის ისინი სკოლაში დასჯილნი იქნებიან, ბავშვთა კოლექტივებში. უნდა წახვიდე კომპრომისზე, რომელიც არსებითად ნიშნავს, რომ მათ მოზარდულ ცხოვრებას თვალებს შუა გაატარებ.

კომპრომისის ფასი? მასობრივი ნარკოტიკები, რომელმაც უკვე ჩაყლაპა ხალხი, საკუთარი შვილების დამარხვა, პოლიციასთან „კომპრომისებზე“ შეთანხმება.

მე ყველა ძალიან მეცოდება. ისინი არინ მე, მე კი ვარ ისინი.

აფხაზეთი ღრმა უბედურებაშია.

მე ერთი არ მესმის, როდესაც იქ იყო მზარდი ფონი ათწლეულების მანძილზე, რატომ არ მოხდა ის, რაც მოხდა თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში? ცხოვრების ბუნებრივი, ევოლუციური ნორმალიზაცია, დანაშაულის ჩაქრობა, კრიმინალური ცხოვრების წესის აღმოფხვრა. თვალში საცემი იყო, რომ როგორც კი ფული წამოვიდა, ხალხიც წინ წავიდა და ცხოვრება გახდა უკეთესი. ეს ყველაფერი კი ჯოჯოხეთად იქცა. კულტურა უკანონობას წინ ვერ აღუდგა. და ახლა, ვინც ცოტ ცოტა ფეხზე დგებოდა სრულ უკანალში აღმოჩნდნენ და მეტიც ისინი არიან სოციალური ჯოჯოხეთის საკვები, რომელიც იქ შეიქმნა და ჯოჯოხეთი ეტაპობრივად ჭამს ხალს თითო-თითოდ და ჯგუფურად“.

პოსტის დასასრული.

საღად მოაზროვნე ხალხი, თუნდაც ახლახანს აღფრთოვანებული აფხაზეთის სეპარატისტული "დამოუკიდებლობით", იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს, თუნდაც მარიონეტული აშენება, ძარცვის, მკვლელობისა და ეთნიკური წმენდის გზით.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ფულს ჩადებთ მასში, ქურდები ქურდებად დარჩებიან. მკვლელები მკვლელებად. ფულის მიცემა, მათი მფარველობა გულისხმობს მათ ახალი დანაშაულების პროვოცირებას. ისინი მოკლავენ და გაძარცვავენ ვინმეს: ერთმანეთს, ”მფარველებს”, ვიზიტორებს, ტურისტებს…. ერთხელ ვინც "სისხლს დააგემოვნებს" და დაუსჯელობას იგრძნობს,ისინი კვლავაც ასე მოიქცევიან. ქურდობისა და მკვლელობის ნებისმიერ შემთხვევაში.

მთელს მსოფლიოში, მკვლელები და მარადიორები ცდილობენ იზოლირებულნი იყვნენ საზოგადოებისგან. რათა მათ არ გაანადგურონ საზოგადოება. არ აქვს მნიშვნელობა რა "მაღალი იდეალებით" ამართლებდნენ ისინი საკუთარ საშინელ დანაშაულებს. არავინ არასოდეს უტოვებს მათ საკუთრებას.

სეპარატისტულ აფხაზეთში პირიქით მოხდა. მკვლელები და მძარცველები გახდნენ "გმირები", ცხოვრების ოსტატები და "პატივცემული ხალხი". ახლა კი, მათი მმართველობის დროს, აფხაზი ხალხი უბრალოდ იღუპება.




KavkazPlus

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები