პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილ ე.წ. გამშვებ პუნქტზე: ვთხოვე პარტნიორებს გააძლიერონ ძალისხმევა

06.12.19 10:45


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილ ე.წ. გამშვებ პუნქტს კრიტიკულ ჰუმანიტარულ საკითხს უწოდებს და საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ახალგორის მიმართულებით ერთადერთი გადასასვლელი უკვე მესამე თვეა ჩაკეტილია და გვაქვს ჰუმანიტარული კრიზისი. ამის თაობაზე ექვსივე ქვეყანაში, ვთხოვე არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ ძალისხმევა იმიტომ, რომ ეს არის კრიტიკული ჰუმანიტარული საკითხი," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

ახალგორის მიმართულებით ერთადერთი გადასასვლელი მესამე თვეა ჩაკეტილია.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები