პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

06.12.19 12:00


"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივას განიხილავენ.

მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის ორპალატიანი სისტემის შემოღება სურს.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია აცხადებს, მათი ინიციატივა არა სრულად მაჟორიტარულ სისტემას, არამედ ამერიკულ საარჩევნო მოდელს გულისხმობს. საარჩევნო სისტემის შეცვლას კი, საკონსტიტუციო ცვლილებები დასჭირდება.

ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. ორპალატიანი სისტემა კი, ქვეყნის პოლიტიკურ და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები