პოლიტიკა
06.12.19 12:40
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სახელმწიფო წილობრივი ენერგეტიკული კომპანიების - „სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „საქრუსენერგოს" წლიური ანგარიშები მოისმინა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" შემაჯამებელი ანგარიში კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა წარადგინა. კომპანიის მმართველმა მიმოიხილა 2019 წლის განმავლობაში, შიდა ქსელის გაძლიერებასთან და გენერაციის ახალი წყაროების ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რამაც საქართველოს ენერგოქსელი კიდევ უფრო საიმედო და სტაბილური გახადა.
უჩა უჩანეიშვილმა ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით თუ საკუთრივ სსე-ის პირადი რესურსით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა დასრულების შემდეგ, საქართველო შეძლებს შიდა ენერგეტიკული რესურსით უპასუხოს იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რასაც გაზრდილი ელექტროენერგიის მაჩვენებელი იწვევს. კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდა, რათა შემცირდეს ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტირებულ რესურსზე და შესაძლებელი გახდეს საქართველოში წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა.
ასევე აღინიშნა, რომ კომპანია 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს.
ანალოგიური შედეგი აქვს კიდევ ერთ მსხვილ სახელმწიფო ენერგოკომპანიას „საქრუსენერგოს", რომელიც ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 500, 330 და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის, საქართველოს ენერგოსისტემის დამაკავშირებელ ხაზებს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან. „საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორის ბაჩანა სულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2018 – 2019 წლებში კომპანიის ელექტრო-გადამცემი ინფრასტრუქტურა გამართულად ფუნქციონირებდა, რის გამოც აღნიშნულ პერიოდში სისტემის საავარიო გამორთვას ადგილი არ ჰქონია. ბაჩანა სულაძის განცხადებით, კომპანიას ფინანსური მაჩვენებლები საშუალებას აძლევს, განახორციელოს პროექტები საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმიდან, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობისთვის, ასევე კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის.
„ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობა საქართველოს უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე, აუცილებელია აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში დამატებითი ინვესტიციის განხორციელება იმ რეალობის გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყანას აუცილებლად ექნება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გენერაციის ახალი ობიექტები აშენდება, ჩვენი ენერგოსისტემა კი უფრო მეტად ჩაერთვება ევროპის ენერგეტიკულ ქსელში.
ამიტომ, ძალიან საგულისხმოა იმის აღნიშვნა, რომ ორივე კომპანია - „სახელმწიფო ელექტროსისტემა" და „საქრუსენერგო" დღეს ფინანსურად მდგრადი სტრუქტურებია. ორივე კომპანიამ 2019 წელი საოპერაციო მოგებით დაასრულა, რაც კარგი მაგალითია სხვა სახელმწიფო კომპანიებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრეზენტაციების დასრულების შემდეგ.
სამინისტროს ხელმძღვანელობა ანალოგიურად გეგმავს მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პროფილური სახელმწიფო კომპანიების წლიური ანგარიშების მოსმენას.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24