პოლიტიკა

შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრო

06.12.19 15:40


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე გამართული ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და მართლწესრიგის ოფიცრებმა მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით გამართულ ტრენინგში - "ოჯახში ძალადობის გამოძიება".

5-დღიანი სწავლების ფარგლებში, ამერიკელმა ტრენერებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, აღნიშნული დანაშაულის ეფექტიანად გამოძიების მიზნით, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია, თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ტრეფიკინგი, კიბერდანაშაული, საგზაო უსაფრთხოება, და სხვა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები