ეკონომიკა

იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი ოთხი პროცენტით გაიზარდა

09.12.19 14:00


მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 877 963 მგზავრს მოემსახურა, რაც ოთხი პროცენტით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში დაახლოებით 16 პროცენტიანი ზრდა იყო პროგნოზირებული, ჩამორჩენა კი საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 11 თვეში მგზავრთნაკადის 2-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. მგზავრთნაკადი გაზრდილია ბათუმისა (3 პროცენტი) და ქუთაისის (41 პროცენტი) საერთაშორისო აეროპორტებში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ვარაუდობენ, რომ 12 თვის მონაცემებით აეროპორტებში ზრდა დაახლოებით 2-3 პროცენტი იქნება. გასული წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 033 323 მგზავრს მოემსახურა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები