პოლიტიკა

კარლ ჰარცელი - ევროკავშირი საარჩევნო სისტემაზე დიალოგში არის მხოლოდ მოდერატორი, ჩვენ არ ვიცავთ რომელიმე მოდელს

10.12.19 17:00


უახლოეს დღეებში ვნახავთ, თუ რა მონახაზი გააკეთა სხვადასხვა პარტიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირი საარჩევნო სისტემაზე დიალოგში მხოლოდ მოდერატორია.

„ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული დისკუსია ამ საკითხზე. გავაგრძელებთ წინსვლას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ წინ წასვლაა საჭირო.

გუშინ ევროპარლამენტარებისგან მოისმინეთ იმედი, რომ შეთანხმება შედგება. ევროკავშირი ამ დიალოგში არის მხოლოდ მოდერატორი და ჩვენ არ ვიცავთ რომელიმე მოდელს. მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მოდის და დისკუსიის ერთ-ერთი თემა ასევე არის მრავალმანდატიანი ოლქები“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.





წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები