პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: რატომღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით

11.12.19 10:15


„ჩვენ უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა.

„ჩვენ ვართ, ვიყავით და ვიქნებით კავკასიის კულტურული და მეცნიერული კერა და ცენტრი, ეს ჩვენს თავში ისევ უნდა დავიჯეროთ, ზოგჯერ ესეც გვავიწყდება. რატომღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს.

ჩვენ უფრო კარგად უნდა ვმართოთ ის, რაც არის დღევანდელი რეალობა - ანუ სოციალური ქსელები, ინტერნეტი, რადგან იქ იბეჭდება ჩვენს შესახებ ყველაფერი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები