მსოფლიო

აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

13.12.19 11:45


ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციის მიღებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა და სამართლიანობის ზეიმი უწოდა.

ცნობისთვის, 1915 წლის 24 აპრილს სომეხთა მასობრივი დაკავება და დევნა დაიწყო, რომელიც 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა.ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის ეთნიკური სომხები დაესაჯა, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს.

კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრეს გენოციდი განხორციელდა პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ.ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: შრომისუნარიან მამაკაცთა მკვლელობა და ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დეპორტაცია და სიკვდილი.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები