საზოგადოება
13.12.19 17:20
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბაკურიანში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განსახილველად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თეიმურაზ გამცემლიძე, შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ბაკურიანში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას გაეცნენ.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბაკურიანში, რომ ადგილზე გავეცნოთ სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებს. ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ მიიღოს უფრო მეტად გაზრდილი ტურისტული ნაკადი. აქ ჩვენ ვიმყოფებით სხვადასხვა უწყებასთან ერთად, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია ტურიზმის სექტორთან, რომ ერთიანი ძალებით ჩვენ წლევანდელი ზამთარი გამორჩეულად წარმატებული გვქონდეს,“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
„კურორტები მზად არის. სასრიალო არეალი მოწესრიგებულია, უსაფრთხოების ყველა სისტემები, საბაგიროები მწყობრშია, გავლილია ყველა შემოწმება. ჩვენ გადავამზადეთ როგორც სამაშველო, ასევე საბაგიროს პერსონალი. დავამატეთ ახალი გონდოლები. წინასწარ საკმაოდ ბევრი სეზონური აბონემენტი გაიყიდა, რაც საშუალებას მოგვცემს სეზონის დროს სალაროებთან დიდი რიგები აღარ იყოს,“-აცხადებს თეიმურაზ გამცემლიძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა ადგილზე შეამოწმეს საბაგიროები, საპარკინგე ადგილები და სველი წერტილები. ტურისტული ნაკადის ზრდის ფონზე, კურორტზე პარკინგის რამდენიმე ზონის მოწყობა იგეგმება. უწყებების წარმომადგენლებმა დიდველსა და კოხტას საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიები დაათვალიერეს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24