პოლიტიკა

ბრძოლა კვოტებსა და მაჟორიტარებზე - „ივანიშვილი „ოცნების“ სიის პირველი ნომერი იქნება“

15.01.20 10:00


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ივანიშვილის გეგმებზე საუბრობს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ივანიშვილი სიის პირველი ნომერი იქნება.

„ნაკლებად რეალური მგონია ბიძინა ივანიშვილის ახლა პრემიერად მობრუნება, იმიტომ რომ საარჩევნო წელია. თუმცა ის, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს და მომავალ პრემიერად და მომავალი პროგრამით წარსდგეს ხალხის წინაშე, უფრო ლოგიკური მგონია.

გამარჯვების შემთხვევაშიც, სწორედ მას ექნება გარკვეული ლეგიტიმაცია - ხალხის მხარდაჭერა.

თუმცა ის მიდგომები, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს - კულუარულად მრთვა- ეს დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის აბსოლუტურად მიუღებელია და დამარცხების შემთხვევაში, „ოცნების“ ბევრი პირველი პირი ალბათ პასუხისგება მოუწევს, რადგან კორუფციული სქემები, ფულის მიტაცება... ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

მოკლედ, ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილი დღეს პარტიის გაძლიერებით არის დაკავებული, იმიტომ რომ, არჩევნებს პარტია იგებს და ის ხვდება იმ ადამიანებს, ვინც შემდგომში „საარჩევნო ველზე“ უნდა იმუშაოს ინტენსიურად და ვიზეც ფიქრობენ, რომ „ ოცნების“ შემავსებელი ახალი სახეები გახდებიან.

გახარიას გადაყენების შემთხვევაში კი, ვფიქრობ პრემიერად უფრო ნეიტრალური ფიგურას დანიშნავს, საარჩევნო სიასთან, გუნდთან დაკავშირებით საკუთარი პრეტენზიები რომ არ წააყენოს.

ასე რომ, საარჩევნოდ, შიდა დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ, ყველა ხვდება, მხარდაჭერა ისეთი აღარ არის, როგორიც თუნდაც 2016 წელს. ამიტომ კვოტებზე და მაჟორიტარებზე „ბრძოლა“ იქნება. გახარია კი დღეს მარტოა დატოვებული“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები