პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გიორგი გახარიას წასვლაზე საუბარი უადგილოა

20.01.20 14:00


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე საუბარი კი, უადგილოა.

"გიორგი გახარია არის პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა , როგორც შს მინისტრმა.

გიორგი გახარია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ტოვებს თანამდებობას, ვფიქრობ, უადგილოა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები