საზოგადოება

"პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შიმშილობას შეწყვიტა

23.08.16 17:25


პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელი ნატა ფერაძე 6 დღიანი შიმშილობის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ნატა ფერაძის ჰოსპიტალიზაცია სისხლში გლუკოზის დაბალი დონის გამო მოხდა.

პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელი უკვე სახლში იმყოფება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფერაძე შიმშილობას ვეღარ აგრძელებს.

მის ნაცვლად უკიდურესი ფორმის პროტესტს, ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადადგომის მოთხოვნით, მოძრაობის ერთ-ერთი წევრი აგრძელებს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები