პოლიტიკა
23.01.20 16:40
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ნატო-ს გაფართოებისა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიების დროს განაცხადა.
„მე არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ან არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის. ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან შედარებით კარგი ურთიერთობისთვის, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ეთანხმებიან საქართველოს მიწვევას, რადგან მათ არ სურთ, რუსეთის პროვოცირება. თუმცა, საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ამასთან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არასდროს მოხდება ოკუპაციისა და ანექსიის აღიარება.
„ვეთანხმები თუ არა რუსეთს ყირიმთან, ან საქართველოსთან დაკავშირებით? არა. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ უკანონო ოკუპაციას და ანექსიას. ჩვენს გარშემო მრავალი გაყინული კონფლიქტია, საქართველოს ორი რეგიონი, მთიანი ყარაბაღი, ყირიმი. ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთს ზოგიერთ საკითხებზე, თუმცა ვთანამშრომლობთ მასთან მრავალ სფეროში“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების თემას, თუმცა გერმანია და საფრანგეთი ამ ნაბიჯის გადადგმას რუსეთის უკმაყოფილების შიშით ვერ ბედავენ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 523
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24