საზოგადოება

ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს

28.01.20 12:00


ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები შესაძლოა, დროებით შეჩერდეს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, "კორონავირუსთან" დაკავშირებით საქართველო ნაკლები საფრთხის მატარებელი ქვეყანაა, თუმცა, პრევენციის მიზნით, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენები, შესაძლოა, დროებით მაინც შეჩერდეს.

"ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე სკრინინგი ხორციელდება. თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები