პოლიტიკა
28.01.20 12:20
შარშანდელის მსგავსად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავტოვოთ ჩვენი აფხაზი ძმები და დები რთულ ვითარებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.
ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა. ზამთრის პერიოდში ენგურჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთის რეგიონს მიეწოდება. წყალსაცავში წყლის შემცირების გამო, ელექტროსადგური სრული დატვირთვით ვერ მუშაობს და აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ რეგიონში ოთხ საათიანი გრაფიკი დააწესა.
წყალსაცავში წყლის დონის კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში, ენგურჰესის მიერ ელექტროენერგიის გენერირება უფრო დაეცემა.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გასული წელი ჰიდროლოგიის თვალსაზრისით, საკმაოდ რთული იყო, რაც ენგურჰესის რესურსებსაც დაეტყო. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ აფხაზეთის რეგიონი რთულ ვითარებაში არ დატოვოს.
„ენგურჰესის რესურსები ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსია, რომელიც ემსახურება სრულიად საქართველოს მათ შორის ჩვენ აფხაზ ძმებს და დებს. რასაკვირველია, თუ არ იქნება რესურსი, როგორც შარშან, ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავტოვოთ ჩვენი აფხაზი ძმები და დები რთულ ვითარებაში. ამასთანავე, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რუსეთის კომპანიებთან თვითონ ისინიც აწარმოებენ გარკვეულ მოლაპარაკებებს “, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის დასრულების შემდეგ, სამ წელიწადში, ორივე ელექტროსადგურის სიმძლავრეები თავის ისტორიულ დონეზე ავა.
კითხვაზე, ხომ არ ყოფილა რამე სახის კომუნიკაცია სეპარატისტებთან, მინისტრის თქმით, ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა და ვერ იქნება.
„სეპარატისტებთან ჩვენი ხელისუფლების არანაირი კომუნიკაცია არ იქნება და ვერ იქნება. როცა ვამბობთ, რომ ენგურჰესი ემსახურება სრულიად საქართველოს, ვგულისხმობთ რიგით მოსახლეობას, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს, რომლებიც საკმაოდ რთულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენი ვალია, მათ დავეხმაროთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24