საზოგადოება

საქართველოში ვარდისფერი მარილისა და ყავისფერი შაქრის წარმოება იწყება

24.08.16 15:25


კომპანია GD Trade საქართველოში ჰიმალაური იოდიზირებული მარილის წარმოებას გეგმავს, რომელიც გაცილებით მეტ სასარგებლო მინერალებს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი მარილი.

პროდუქცია, რომელსაც საქართველოში კონკურენცია არ ექნება, ადგილობრივ ბაზარზე იქნება რეალიზებული, მაგრამ დიდი ნაწილის ექსპორტირება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოხდება, ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ვებ გვერდზე.

კომპანია ასევე გეგმავს ყავისფერი შაქრის წარმოებას, რომელიც მომხმარებლისათვის კონკურენტულ ფასში იქნება მიწოდებული.
წარმოების დამფუძნებელთა ჯგუფს მრვალწლიანი გამოცდილება აქვს სასურსათო მრეწველობაში. კერძოდ იმპორტში, დისტრიბუციასა და რეალიზაციაში.

საწარმო მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვშია განთავსებული და იგი მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ამუშავდება. ამასთან კომპანიამ უკვე მიიღო შეკვეთები ყაზახეთიდან და აშშ-დან.

საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იხსნება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1,4 მილიონი ლარია.

ჰიმალაური მარილი, რომელსაც სამკურნალო თვისებების ფართო სპექტრი აქვს, 25 სასარგებლო მიკროელემენტის წყაროა. მის შემადგენლობაშია რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, იოდი, რომლებიც ბუნებრივი ფორმით არიან შენარჩუნებული და ორგანიზმის მიერ 100%-ით ათვისებადია უჯრედულ დონეზე ისე რომ არ ექვემდებარება გარდაქმნას ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ამ მარილის რეგულარული მოხმარება უზრუნველყოფს ორგანიზმს ყველა აუცილებელი მინერალებითა და მიკროელემენტებით.

ყავისფერი შაქარი — ლერწმის წვენის პირდაპირი დაწურვის შედეგია. თეთრი რაფინადისაგან განსხვავებით, იგი არ ექვემდებარება გათეთრებას დიოქსიდითა და ნახშირწყალადით.

ისევე როგორც თეთრი შაქარი იგი 99% სახაროზისაგან შედგება, თუმცა მასში უფრო მეტია სასარგებლო ნივთიერებები — რკინა კალციუმი და ფოსფორი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები