მსოფლიო

თურქულმა ტანკებმა სირიის საზღვარი გადაკვეთეს

24.08.16 21:30


თურქულმა სატანკო შენაერთებმა სირიის საზღვარი გადაკვეთეს და ქალაქ ჯერაბლუსისკენ მიიწევენ, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

თურქული მედიის ცნობით, საზღვარი 20-მდე ტანკმა გადაკვეთა.

ანკარა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებს, სახელწოდებით „ევფრატეს ფარი“.

ტანკების შეტევას წინ უძღოდა ძლიერი საარტილერიო მომზადება.

ასევე ტერორისტთა პოზიციები ავიაციამაც დაბომბა.

ჯერაბლუსი თურქეთის საზღვრიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს. ეს ქალაქი „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2013 წელს დაიკავა.

სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოპერაცია ქურთი „ბოევიკების“ წინააღმდეგაც არის მიმართული, რომლებსაც ანკარა ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები