პოლიტიკა

კახა კუჭავამ იტალიის ელჩთან საპარლამენტო კავშირების გაძლიერების პერსპექტივები განიხილა

17.02.20 14:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და განიხილეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების პერსპექტივები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-იტალიის ორმხრივ დიპლომატიურ, კულტურულ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროსა და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.

ასევე, აღინიშნა, რომ არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პერსპექტივები ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებებით. მხარეებმა ასევე განიხილეს იტალიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტის დეტალები.

კახა კუჭავამ და ენრიკო ვალვომ შემდგომი მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები