პოლიტიკა

ირაკლი შოთაძე გენპროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდა

18.02.20 16:20


82 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პარლამენტს საპროკურორო საბჭომ წარუდგინა, რომელიც 15 კაციანი სიიდან შეარჩიეს.

საპროკურორო საბჭოში კენჭისყრა ორ ეტაპად გაიმართა. პირველ კენჭისყრაზე 15 კაციანი სიიდან 4 კანდიდატი შეარჩიეს: ირაკლი შოთაძე, სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია. მეორე კენჭისყრაზე კი, 4 კანდიდატიდან ირაკლი შოთაძე 11 ხმით შეარჩიეს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015-2018 წლებშიც ხელმძღვანელობდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები