პოლიტიკა

ვანო მაჭავარიანი: პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოს ეკონომიკას შემდეგ წლებში დაარტყამს

20.02.20 13:40


ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ის პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც დღეს ქვეყანაშია, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

"ეს პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოს ეკონომიკას საშუალოვადიან პერსპექტივაში უქმნის საფრთხეს. თუ ჩვენ ინვესტორი ვანერვიულეთ და არასტაბილური განცდა მივეცით, ეს დაგვარტყამს შემდეგ წლებში. ის ინვესტიცია, რაც დღეს უნდა განხორციელებულიყო - კომპანია გახსნილიყო, ვიღაც შემოსულიყო, ის რომ არ შემოვა, ამ წლის ბიუჯეტს კი არ დააზიანებს, მაგრამ შემდეგი წლების განვითარებას შეაფერხებს", - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, შემოსავლებმა მოლოდინს გადააჭარბა და საქართველოს მთავრობა გაზაფხულზე პარლამენტში კორექტირებული ბიუჯეტით შევა, ზრდის მიმართულებით.

ცნობისთვის, პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ვანო მაჭავარიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები