ეკონომიკა

კახა კალაძე - მეტი ვანო ოპოზიციას

20.02.20 14:20


მეტი ვანო ოპოზიციას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

„მერაბიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე აშკარა, რომ იგი დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, თუ რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვუსმინოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხეს დღეს დატოვა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები