საზოგადოება

ქრთამის აღების ბრალდებით სატყეო სააგენტოს თანამშრომლები დააკავეს

28.02.20 13:20


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი გ.ფ. დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის 6 თვით საძოვრად გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ფულადი თანხა გამოართვეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები