პოლიტიკა
24.03.20 11:00
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს მაქსიმალურად ეხმარებიან.
მისი თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოქალაქეთა მომართვიანობა მაღალია და შეზღუდული რესურსის მიუხედავად, მათ ოპერატიულად ემსახურებიან.
"მომართვიანობა არის საკმაოდ დიდი. ჩვენ არ გვყავს დიდი მოცულობის საელჩოები და ვართ შეზღუდული რესურსით, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზე ვართ გადასულები და მთლიანად ფოკუსირებული მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მომსახურებაზე. სხვა საქმიანობა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით უცხოეთში დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ შორის პირველადი საჭიროების პროდუქტებით, ასევე თავშესაფრის პრობლემის მოგვარებაში - მაქსიმალურად, იმ შესაძლებლობიდან და იმ რესურსიდან გამომდინარე, რაც ჩვენ საელჩოებს გააჩნიათ" - განაცხადა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ დიპლომატებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს დიპლომატებს, რომლებიც მართლაც დაუღალავად შრომობენ 24-საათიან რეჟიმში და კონსულტაციას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს, მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისივე ინფორმაციით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამუელებისთვის ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები ეფექტიანად მიმდინარეობს.
"ჩვენ დავიწყეთ თბილისიდან ყოველდღიური კონსულტაცია ჩვენი მოქალაქეებისთვის და მინდა მადლიერება გამოვხატო ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიმართ.
მათი ექსპერტები ყოველდღიურად, გარკვეული საათების განმავლობაში მოდიან საგარეო საქმეთა სამინისტროში და იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსის გავრცელების დინამიკა საკმაოდ მაღალია, ჩვენს მოქალაქეებს კონსულტაციას უწევენ ონლაინ რეჟიმში; აძლევენ მათ შესაბამის რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ კრიზისულ სიტუაციაში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24