საზოგადოება
25.03.20 16:40
განათლების სამინისტრო კორონავირუსის გამო შექმნილ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, მშობლებს რეკომენდაციებს სთავაზობს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მშობლებმა შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გამოხატონ უიმედობა.
„სკოლების უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაერთო საჯარო და კერძო სექტორიც. შედეგად, მშობლებისა და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა. ახალ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მშობლებს სთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც მათ დაეხმარება, გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე - არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა, ბავშვების თანდასწრებით. ისეთ უჩვეულო ვითარებაში, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ბავშვები და მოზარდები, ძირითადად, მშობელთა ქცევებიდან გამომდინარე რეაგირებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ზრდასრულებმა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნონ; დღის განმავლობაში, დაუთმეთ გარკვეული დრო საკუთარ თავს; დაკავდით თქვენთვის საინტერესო აქტივობით: იკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს; შეინარჩუნეთ ონლაინ-კონტაქტი სხვა მშობლებთან - გაუზიარეთ აზრები და გამოცდილება, თუ რით შეიძლება დაკავდეთ სახლში და გაართოთ ბავშვები; ეს ყველაფერი იზოლაციის განცდას შეამცირებს და ემოციების მართვაში დაგეხმარებათ.
შეადგინეთ კვირის გეგმა - გაუწერეთ ბავშვებს კონკრეტული აქტივობები, დაწყებისა და დასრულების დროების მითითებით, მათ შორის, აუცილებლად განუსაზღვრეთ შესვენების დროც.
ცხრილი უნდა მოიცავდეს როგორც სასწავლო, ისე გასართობ აქტივობებს. სასურველია, ეს ყოველივე წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად, ადვილად აღსაქმელი ფორმით (მაგ: თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ ფორმატზე, ცხრილის სახით). ამით დაეხმარებით ბავშვებს მიზნებზე ფოკუსირებასა და დროის ნაყოფიერად განაწილებაში. ყოველდღიური რეჟიმის შექმნით, გარკვეულწილად შეინარჩუნებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შეამცირებთ ბავშვის სტრესტის დონეს. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ძილის იმ რეჟიმის შენარჩუნება, რაც ბავშვს აქამდე ჰქონდა - მან უნდა დაიძინოს და გაიღვიძოს ჩვეულებისამებრ, იმავე საათებში, როგორც ეს სკოლაში სიარულის დროს ხდებოდა.
გაწერილი გრაფიკი უნდა იყოს დაცული როგორც ბავშვის, ისე ოჯახის სხვა წევრების მხრიდან. მოუსმინეთ ბავშვებს- მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ აღიქვამს ბავშვი მიმდინარე მოვლენებს, რას ფიქრობს, რა აშფოთებს ან ამშვიდებს. გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება იყოს დაბნეული და გაურკვევლობაში. აუხსენით, რომ ასეთ დროს, კითხვების დასმა აუცილებელია. შესაძლოა, მან ისეთი შეკითხვები დაგისვათ, რაზეც პასუხი არ გაქვთ. არ გაუკეთოთ მას იგნორირება. უთხარით, რომ ეს საინტერესო საკითხია, იფიქრებთ და როგორც კი პასუხს მოიძიებთ, მაშინვე უპასუხებთ.
ნუ მიაწვდით მცდარ ინფორმაციას. ეცადეთ, მშვიდად, მისთვის გასაგებ ენაზე, ასაკისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუხსნათ ვირუსთან დაკავშირებული ფაქტები. ესაუბრეთ ჰიგიენის დაცვის წესების აუცილებლობაზე და ეს ყველაფერი გააკეთეთ სახალისო ფორმით, შეშინებისა და დაძაბულობის გარეშე. უთხარით, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ- შექმნილმა უჩვეულო სიტუაციამ, შესაძლოა, ბავშვში ძლიერი შფოთვა გამოიწვიოს. ბავშვები და მოზარდები სტრესზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ: ზოგიერთმა, შესაძლოა, მაშინვე გამოხატოს ნერვიულობა, ზოგმა კი - გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასევე, ზოგიერთი ბავშვი აშკარად გამოხატავს დაძაბულობას, ზოგი კი - საკუთარ თავში იკეტება და „ჩუმად“ განიცდის. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა, ყურადღებით იყოთ, არ გამოგრჩეთ შეცვლილი ქცევები და ემოციები.
გახსოვდეთ, რომ ასეთი სიმპტომები, არსებულ მდგომარეობაში, აბსოლუტურად ნორმალურია. აუხსენით ბავშვებსაც, რომ მათი განცდები სრულიად შეესაბამება შექმნილ სიტუაციას, თქვენ მათ გვერდით ხართ და მათი გესმით.
ბავშვებს სჭირდებათ ყურადღება- როგორი დატვირთულიც უნდა იყოთ სამსახურისა თუ სახლის საქმეებით, დღის განმავლობაში, გამოყავით გარკვეული დრო ბავშვებისთვის. დაკავდით საერთო სახალისო საქმიანობით - მოაწყვეთ ოჯახური საღამოები, დისკოთეკა, კარაოკე, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ხატეთ, გამოძერწეთ ერთად, დაათვალიერეთ ძველი ოჯახური ალბომები, დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები და, რაც მთავარია, ბევრი იცინეთ. შეამცირეთ გაჯეტებთან ურთიერთობა- დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე, ბავშვებს ისედაც დიდი დოზით უწევთ ეკრანთან მუშაობა. ამიტომ შეეცადეთ, აკონტროლოთ, რას აკეთებს კომპიუტერში/ტელეფონში. დაეხმარეთ წიგნიერების ამაღლებაში: ერთად შეარჩიეთ მისთვის საინტერესო წიგნი; წაიკითხეთ ხმამაღლა ან უსმინეთ აუდიო-ვერსიას; იმსჯელეთ წაკითხულის შესახებ; დაახასიათეთ მთავარი გმირები, ისაუბრეთ მათ ქცევებსა და ემოციებზე; ინდივიდუალურად დაწერეთ წაკითხულის მოკლე შეჯამება და გაუზიარეთ ერთმანეთს.
ჩაერთეთ მთელი ოჯახი - სთხოვეთ დახმარება ოჯახის სხვა წევრებსაც.
თუ ატყობთ, რომ თქვენც გიჭირთ შექმნილ სიტუაციასთან გამკლავება, რაც, თავისთავად, ბავშვზეც უარყოფითად აისახება, მიმართეთ სპეციალისტს, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზის მეშვეობით.
ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 Skype-კონსულტაცია: საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ ონლაინ-კონსულტაცია, Skype-ის მეშვეობით. Skype-ის მისამართია: pscenter, - ნათქვამია გავრცელებულ რეკომენდაციებში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სალომე ზურაბიშვილი - ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელოდება
18:0021.01.21
-
17:4021.01.21
-
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ეშინიათ სატელევიზიო ბულინგის
17:2021.01.21
-
დავით ჭიჭინაძე - „ოცნება“ უნდა წავიდეს! ეს კი მხოლოდ ახალი არჩევნებით მოხდება
17:0021.01.21
-
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს: მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა
16:4021.01.21
-
16:2021.01.21
-
16:0021.01.21
-
15:4021.01.21
-
"ისტორიისა და იმედის დღეა" - ზურაბიშვილი ბაიდენსა და ჰარისს ულოცავს
15:2021.01.21
-
მაია ბითაძე ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
15:0021.01.21
-
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
14:4021.01.21
-
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
14:2021.01.21
-
"ყველა, მინუს ელისაშვილი" - ოპოზიციის ახალი ფორმატი და სამოქმედო გეგმა
14:0021.01.21
-
„დეოკუპაციის საკითხი მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“ - ზალკალიანი
13:4021.01.21
-
მაია ცქიტიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა არსებული გამოწვევების რაც შეიძლება სწრაფად დაძლევა იქნება
13:2021.01.21
-
13:0021.01.21
-
ვიმედოვნებ, ომის დაწყებაზე რუსეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა - ანდრიუს კუბილიუსი
12:4021.01.21
-
12:2021.01.21
-
საქართველოს კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი იქნება
12:0021.01.21
-
"2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%"- პრემიერი
11:4521.01.21
-
11:3021.01.21
-
გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს
11:1521.01.21
-
განსხვავებული, ემოციური ადამიანია და თავისებურ სიგიჟეში აღმოჩნდა – მელია ელისაშვილზე
11:0021.01.21
-
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
10:4521.01.21
-
პარლამენტში დღეს მაია ცქიტიშვილსა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ
10:3021.01.21
-
10:1521.01.21
-
10:0021.01.21
-
საუდის არაბეთის მეფე გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს
18:0020.01.21
-
17:4020.01.21
-
პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
17:2020.01.21
-
ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
17:0020.01.21
-
პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა
16:4020.01.21
-
სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებმა აირჩია ყველაზე მარტივი გზა, დაკეტოს ყველა და ყველაფერი - ბობოხიძე
16:2020.01.21
-
ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს
16:0020.01.21
-
15:3020.01.21
-
15:0020.01.21