პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მარნეულში საკარანტინო პირობებს ყველა ემორჩილება

25.03.20 17:00


რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო ვითარების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები საკარანტინი პირობებს ემორჩილებიან.

სუბარის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა ვითარების შესახებ უკვე კარგად არის ინფორმირებული.

"მარნეულში საკარანტინო პირობებს ყველა ემორჩილება. გუშინ პირველი დღე იყო და გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა. იყო კითხვები იმის თაობაზე, რომ წინასწარ არ იცოდნენ და მოუმზადებლები იყვნენ. ხალხი ინფორმირებულია. დღეს მარნეულის ქუჩებში გაცილებით ნაკლები ხალხია.

არ არსებობს პრობლემა, რაც ძალიან სწრაფად არ გვარდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მარნეულში ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი გამოვლინდა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ორივე მუნიციპალიტეტი კარანტინის ზონად გამოცხადდა.

საქართველოში ამ დროისთვის, ვირუსით ინფიცირებულია 73 ადამიანი, 10 გამოჯანმრთელდა.

დღეს ვირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები