საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

27.03.20 10:45


27 მარტის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექცია 81 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 13.

გუშინდელ მონაცემებთან შედარებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2-ით არის გაზრდილი. შესაბამისი ინფორმაციას stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ აისახა.

რაც შეეხება მსოფლიოს, დღეის მონაცემებით COVID 19 ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. თუმცა, აქედან 122,672 უკვე გამოჯანმრთელებულია.

გავრცელების თვალსაზრისით პირველ ადგილზე არის აშშ – 85 991 შემთხვევით, შემდგომ მოდის ჩინეთი 81 782 შემთხვევით, მესამე ადგილზე კი იტალიაა – 80 589 შემთხვევით.



წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები