საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა

08.04.20 10:30


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 362 პირი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 20-ით გაიზარდა.

ინფორმაციისთვის, 208 ადამიანიდან 46 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები