პოლიტიკა

ვანის შესასვლელსა და გასასვლელში სპეცგამშვები პუნქტები მოეწყობა, ჩატარდება თერმოსკინინგი- ახალი ინფიცირებულის კონტაქტები დაუდგენელია

08.04.20 15:40


ვანის შესასვლელსა და გამოსასვლელში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა, ისევე, როგორც ინფიცირების შემთხვევების მქონე სხვა 9 რეგიონში, ასევე, მოქალაქეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

გამკაცრებული ზომების მიღება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ახალი ინფიცირება ვანის მცხოვრებს დაუკავშირდა, მისი კონტაქტები კი ამ დრომდე დაუდგენელია.

"იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი, მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც შემოწმდებიან ჩვენი თანამოქალაქეები და ასევე, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზეც ანალოგიური ზომები იქნება მიღებული", - აცხადევბს ჩიქოვანი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები