საზოგადოება

"დაავადება პროგრესირებს..." - ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პნევმონია შვიდ პაციენტს აღენიშნება

09.04.20 11:30


თბილისის ცენტრალური ინფექციიური საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტია მოთავსებული. კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, აქედან 7-ს მძიმე პნევმონია აღენიშნება.

„იცით, რომ 37 ჩვენგან განკურნებულია და ამ წუთში 33 პაციენტი გვყავს.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მძიმე პნევმონიით გვყავს 7 პაციენტი, მათგან 2 არის უფრო მძიმე, რომლებთანაც მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა და იმედი გვაქვს, რომ მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან. დანარჩენი 5 პაციენტი ჯერჯერობით როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა, ასე ფასდება,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები