პოლიტიკა

ჯასტინ მაკკენზი სმიტი - ვიგონებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა, გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა

09.04.20 12:20


გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი სოციალუ ქსელში წერს.

„დღეს ვიგონებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა. გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – წერს ჯასტინ მაკკენზი სმიტი „ტვიტერში“.

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები