პოლიტიკა

"შეთანხმება ახსნას აღარ საჭიროებს, მხარეებმა იციან, რასაც დათანმხდნენ"- რას ამბობს აშშ-ის ელჩი რურუას საქმეზე

20.05.20 16:40


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე საუბრისას ამბობს, რომ 8 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება ქვეყნის ინტერესშია და ეს საკითხი დამატებით განმარტებებს აღარ საჭიროებს.

„არ იქნება მართებული რომ იმ საქმეზე გავაკეთო კომენტარი, რომელიც განხილვაშია სასამართლოში. ეს არ არის ფასილატატორების როლი. თვითონ 8 მარტის შეთანხება აღარ საჭიროებს დამატებით შეთანხმებას და ახსნას თვითონ მხარეებმა იციან რასაც დათანხმდნენ და რა პირობებზეც დათანხმდნენ, სრული განხორციელება არის ქვეყნის ინტერესებში, რადგან ის მიმართულია პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზებისკენ და უკეთესი პირობების შექმნისკენ 2020 წლის არჩევნებისთვის, ისეთი არჩვენების შექმნისკენ, რომლითაც იამაყებს ქართველი ხალხი. ამ შეთანხმების სრული განხორციელება არის მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნეს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა, რომელიც ასახავს ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს. სხვათა შორის, ეს რეკომენდაციები მათ აქვთ 20-30- წლის განმავლობაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები