პოლიტიკა
26.05.20 14:00
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„საქართველო - ჩემო სამშობლო! გილოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საქართველოს მოქალაქენო - ყოველი ერისა და ეთნოსის, ყველა აღმსარებლობის და ათეისტებო, ქალბატონებო და მამაკაცებო, ბავშვებო და ხანდაზმულებო, ყველა სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებო, ყველა პროფესიის მუშაკებო, ემიგრანტებო, და ოკუპაციის ქვეშ მყოფო თანამემამულენო, ყველა პოლიტიკური შეხედულების მიმდევრებო, მდიდრებო და ღარიბებო, მსჯავრდებულებო და ბრალდებულებო, თანამემამულენო, გილოცავთ იმას რაც გვაერთიანებს - გილოცავთ 29 წლის წინ აღდგენილ დამოუკიდებლობას! მადლობა, დიდება და საუკუნო ხსოვნა მათ ვინც 30 წლის წინ და 30 საუკუნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ემსახურა. დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ - ამ ლოზუნგით აღვნიშნეთ 2018 წლის 26 მაისს 100 წლის იუბილე ათობით საერთაშორისო დელეგაციასთან ერთად. და დღესაც, და მომავალშიც ეს მიზანი რჩება უზენაესი - შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, რომ ვაშენოთ თავისუფლება. თავისუფლება კი საკუთარი თავის მთელ მის მრავალფეროვნებაში შეცნობას, აღიარებასა და სიყვარულს ნიშნავს,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, თავისუფლები ვიქნებით, მხოლოდ მაშინ როდესაც „გამარჯვებებს მხოლოდ სუფთა თამაშით მივაღწევთ“ და ჭეშმარიტად, თავისუფალი ქვეყნის შენება „არა უბრალოდ შენის გატანით, არამედ სხვისი უფლების აღიარებითა იწყება“.
„თავისუფლები ვიქნებით მაშინ, როდესაც კონკურენტები ერთი მტრის წინააღმდეგ გავერთიანდებით, როდესაც კეთილდღეობას არა წართმევით არამედ შრომით მივაღწევთ, თანამდებობებს კი არ ვიყიდით, არამედ ხალხი გვიბოძებს, პატრიოტიზმს არა სხვის სიძულვილით, არამედ საკუთარის სიყვარულით გამოვხატავთ, როდესაც სხვას არ დავეთანხმებით, მაგრამ მათ აზრს პატივს ვცემთ. ჭეშმარიტად, თავისუფალი ქვეყნის შენება არა უბრალოდ შენის გატანით, არამედ სხვისი უფლების აღიარებითა იწყება. გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! მივაღწიოთ - თავისუფლებას ილია ჭავჭავაძის ხედვით - "დევნილნი და ჩაგრულნი – აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის - მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24