პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ გარემოს, რომელშიც ბავშვები იზრდებიან

01.06.20 16:00


მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ გარემოს, რომელშიც ბავშვები იზრდებიან და აქვთ უფლება, რომ ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მან ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

„ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ბავშვი ვერ ბრუნდება სახლში. ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ბრუნდება სახლში და რჩება დევნილობაში, რაც ბუნებრივია ბავშვებზეც ახდენს გავლენას. დგას საჭიროება ბევრი ბავშვისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე. ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე რჩება ასევე ჩვენ სამუშაო დღის წესრიგში. მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ჯანსაღ გარემოს, რომელშიც ბავშვები იზრდებიან და აქვთ უფლება, რომ ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ. ასევე არაერთი ბავშვი კვლავ საჭიროებს დაცვას ძალადობისგან და იმ უთანასწორობისგან, რომელიც ჯერ კიდევ რჩება პრობლემად მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც. მინდა თითოეულ ბავშვის ვუსურვო უფრო სამართლიან, უფრო თანასწორ და უფრო უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და ჩვენ, როგორც პარლამენტი გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ აუცილებელი რეფორმები გატარდეს, გვქონდეს თანამედროვე კანონმდებლობა და ასევე, რეაგირება იყოს ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ამ სამუშაო პროცესში გამოიკვეთება," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები