პოლიტიკა

უენდი მორტონი - მოხარული ვარ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხარდაჭერით, რომელიც ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის სამიტში მონაწილეობით გამოიხატა

05.06.20 11:30


დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში უენდი მორტონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხარდაჭერისა და ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის სამიტში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის.

სახელმწიფო მინისტრი მორტონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მასპინძლობით ორგანიზებულ სამიტში საქართველოს მთავრობის მეთაურის მონაწილეობას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„ძალიან მახარებს ასეთი ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასგან, რომელიც დღეს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის სამიტში მონაწილეობით გამოიხატა. საერთაშორისო თანამშრომლობა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საკითხებზე ახლა იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ვამაყობ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებით!“, - წერს უენდი მორტონი „ტვიტერში“.

განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები