საზოგადოება

კაცი, რომელმაც უმისამართოდ გაისროლა, პოლიციას ჩაბარდა

05.06.20 17:00


მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იყო ჩაკეტილი და რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა, მოლაპარაკებების შედეგად, სამართალდამცველებს ჩაბარდა.

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, ამ დროისთვის საფრთხე არავის ემუქრება და ღონისძიების შედეგად არავინ დაშავებულა.

"მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნულმა პიროვნებამ დატოვა საცხოვრებელი სახლი, ჩაგვბარდა, ჩვენთან არის, უსაფრთხოდ. ამ დროისთვის მას უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ღონისძიების შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რაც ვიზუალურადაც ეტყობოდა. ჩვენ მასთან ვაწარმოებდით რამდენიმესაათიან მოლაპარაკებას, რის შედეგადაც მან მიიღო გადაწყვეტილება და უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ საცხოვრებელი სახლიდან. ამ ეტაპზე არავის საფრთხე არ ემუქრება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დეტალები დაზუსტდება და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით", - აღნიშნა სირაძემ.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები