ეკონომიკა

საშუალო ხელფასი 1203 ლარამდე გაიზარდა

16.06.20 15:20


საქართველოში ნომინალური საშუალო ხელფასი 2020 წლის I კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.1%-ით 1203 ლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 596 ლარი (წლიური ზრდა 37.1 პროცენტი);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 795 ლარი (წლიური ზრდა -0.2 პროცენტი);

მშენებლობა – 1 703 ლარი (წლიური ზრდა 9.5 პროცენტი).

ყველა შემთხვევაში რიცხვები ასახავს დარიცხულ ხელფასს, რასაც საპენსიო შენატანი და საშემოსავლო გადასახადი აკლდება, რისე შემდეგაც ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 943 ლარამდე მცირდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები