საზოგადოება

ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

05.09.16 16:10


ვაჩიანში მომხდარ საზარელ მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელმაც ოთხი ადამიანი მოკლა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ფაქტს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინციდენტი სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოხდა. სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. 11 ივლისს დააკავეს, რომელსაც დედისა და სამი შვილის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

შსს-ს ვერსიით, 24 წლის ნოდარ ა.-მ ოჯახის წევრები მაშინ გამოასალმა სიცოცხლეს, როდესაც მათ ბინის გაქურდვისას წინააღმდეგობა გაუწიეს. ადგილობრივებმა 10 ივლისს სოფლის ერთ-ერთ სახლში გარდაცვლილი დედა შვილებთან ერთად იპოვეს.

დედა და ორი ბავშვი თავის არეში დარტყმისგან ადგილზევე გარდაიცვალნენ. რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის კვამლისგან გაიგუდა, როდესაც მსჯავრდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლი გადაწვა. სისხლის სამართლის საქმე „დამამძიმებელ გარემოებაში ორი და მეტი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით" იყო აღძრული, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები