ეკონომიკა
24.06.20 15:40
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 24 ივნისს რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული ერთეულით შეამცირა, რის შემდეგაც განაკვეთი 8.25%-ს შეადგენს.
2020 წლის დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი 9%-ი იყო; Covid-19-ის პანდემიის პირობებში, 18 მარტს, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, განაკვეთი არ შეეცვალა;
მოგვიანებით, 29 აპრილს, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული ერთეულით შეამცირეს და დღემდე ეს მაჩვენებელი 8.5% იყო. ამჟამად განაკვეთი 8.25%-ია.
რეფინანსირების განაკვეთი, იგივე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ორიენტირს საბაზრო განაკვეთებისათვის.
რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებას მოჰყვება ხოლმე მოქალაქეების მიერ ლარში აღებული სესხის ნაწილის საპროცენტო განაკვეთის ცვლილება (ცვლილება ეხება იმ სესხებს, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთს ებმის).
განაკვეთის ბოლო ცვლილება ნიშნავს, რომ თუკი, მაგალითად, მოქალაქის მიერ ლარში აღებული სესხის [ისეთი სესხის, რომელიც რეფინანსირების განაკვეთს ებმის] საპროცენტო განაკვეთი ამ მომენტში 12%-ია, ცვლილების შემდეგ საპროცენო განაკვეთი 11.75%-მდე შემცირდება.
2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 119700 სესხია გაცემული.
ეროვნული ბანკი 24 ივნისს გავრცელებულ პრესრელიზში წერს, რომ მაისში წლიურმა ინფლაციამ 6.5 პროცენტი შეადგინა და, უწყების პროგნოზით, წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა.
ეროვნული ბანკის თანახმადვე, წინასწარი ინდიკატორები ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით შერეულ სიგნალებს იძლევა:
„არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა აპრილში წლიურად 16.6 პროცენტით შემცირდა. ამავე დროს, საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა მაისში, წინა თვესთან შედარებით, 21 პროცენტით გაიზარდა, თუმცა წლიური ზრდის მაჩვენებელი კვლავ უარყოფითია. მეორე მხრივ, აღსანიშნავია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მაღალი წლიური ზრდა, რაც ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებაზე მიუთითებს.
ამავე დროს, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის კვალდაკვალ, საკრედიტო აქტივობის გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება“.
როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი აჯამებს, ჯამურად, ეს ფაქტორები ნიშნავს, რომ ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელი კლების მასშტაბთან დაკავშირებით საკმაო გაურკვევლობა არსებობს. „გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ერთობლივ მოთხოვნაზე პოზიტიურად აისახება მნიშვნელოვანი ფისკალური სტიმული, მათ შორის, იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის დაგეგმილი ნაწილობრივი სუბსიდირება. ეს უკანასკნელი კი, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის დამატებითი შერბილების ტოლფასია“.
ეროვნული ბანკის თანახმად, არსებული პროგნოზებით, „სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებში ეკონომიკის ვარდნის შედეგად, საგარეო მოთხოვნა წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შესუსტებული დარჩება. წინასწარი მონაცემებით, მაისში საქონლის ექსპორტი წლიურად 31 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი 97 პროცენტით შემცირდა. საექსპორტო შემოსავლების კლებასთან ერთად, მაისში იმპორტიც წლიურად 34 პროცენტით შემცირდა“.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 5 აგვისტოს ჩატარდება.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24