პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

24.06.20 17:20


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ნიდერლანდების სამეფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, არსებულ აქტუალურ საკითხებსა და საარჩევნო სისტემის შესახებ ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას.

ელჩის განცხადებით, ის კარგად იცნობს საქართველოს და მზად არის, გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნიდერლანდების სამეფო აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები