პოლიტიკა
09.07.20 14:40
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი უკვე კანონია.
„ეს არის არასწორი ინფორმაცია, კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2 დღის განმავლობაში, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს უკვე დაუწესეს.
რაც შეეხება კანონპროექტს, იცით, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანონპროექტში მოხვდეს ისეთი მნიშვნელოვანი დეფინიციები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან, არაღიარების პოლიტიკასთან, არაღიარებულ ე.წ წარმონაქმნებთან, სხვა ქვეყნების მიერ კავშირების დამყარების შემთხვევაში მათზე სანქციების დაწესებასთან და ოპონენტები ცდილობენ, გარკვეული ლობისტური საქმიანობის შედეგად ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს, ეს არის განსხვავება ჩვენ და მათ შორის. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ, ძალიან დიდი ალბათობით, ეს არ იქცევა კანონად და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ქვეყნის მხარდამჭერი დეფინიციები მოხვდეს ამ კანონპროექტში ისე, როგორც იყო ბოლო წლების განმავლობაში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი, საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება დაემატა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ დახმარების სახით მისაღები 132 025 000 აშშ დოლარის 15 პრეცენტი შესაძლოა, ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება: ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც;
ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობა საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით; იცავს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებსა და მედიის დამოუკიდებლობას; ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე, კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24